30 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ტრანშები დაიწყება აპრილიდან - ფინანსთა მინისტრის თქმით, დონორების დახმარება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა "ღამის კურიერში" ისაუბრა და მადლობა გადაუხადა იმ დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კრიზისულ პერიოდში საქართველოს გვერდით დგანან და დახმარებას უწევენ.

"ამ მოლაპარაკებების შედეგად 1,5 მილიარდის კონსოლიდირება მოვახდინეთ, თავს მხრივ სსფ-იც დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ტრანშები დაიწყება პრაქტიკულად აპრილიდან, იქნება ნაწილობრივი ჩამორიცხვები აპრილი, მაისი და ეს გაგრძელდება წლის ბოლომდე და გადავა 2021 წელშიც. ჯამში საქართველოს ბიუჯეტი როგორც საბიუჯეტო დახმარებას, ისე მიზნობრივ პროექტების დაფინანსებას, მიიღებს დაახლოებით 1,5 მილიარდს. დაახლოებით იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერზე ჯერ არ არის ხელი მოწერილი და არ არის სრული თანხმობა," - განაცხადა მაჭავარიანმა და არ გამორიცხა, რომ ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.

დღის ამბები