ზუგდიდში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მაღაზია საგანგებო მდგომარეობის გამო დაკეტილი იყო. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობის ჩადენას სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით. შემთხვევა დღეს, სავარაუდოდ, საღამოს საათებში მოხდა.