30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში PCR ტესტირების კვლევის ლაბორატორია 15 -მდე გაიზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში COVID 19-ის ინფექციაზე ოქროს სტანდარტით კვლევის მასშტაბი გაფართოვდება.

მისივე თქმით, ხდება ქვეყააში არსებული ლაბორატორიების შეფასება, რათა იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც აღნიშნული ტესტები კეთდება, 15-მდე გაიზარდოს. 

"ჩვენ დღეს მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან და ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე იქნება წარდგენილი მოსაზრება PCR, ანუ ოქროს სტანდარტით COVID 19-ზე ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებისა. ანუ, როდის შეგვეძლება ყოველდღიურად ავიდეთ, ჯერ, დაახლოებით, 800-1000 ტესტზე და შემდეგ 1200-1500 ტესტზე. დღეს ქვეყანაში 5 ლაბორატორია აწარმოებს PCR ტესტირებას და არის უკვე ქვეყანაში არსებული სიმძლავრეების შეფასება, კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიების და დატრენინგებული სტაფისა, რომ თანდათანობით, ავიდეთ 15 ლაბორატორიამდე.
ტესტების მარაგი, ამ ეტაპზე, იმ სიმძლავრეებისთვის, რასაც დღეს 5 ლაბორატორია მოიხმარს, საკმარისია, ხოლო ხვალ- ზეგ და შემდეგ, გვაქვს უკვე განრიგი, როგორ შეივსება ტესტების რაოდენობა, რათა რაც შეიძლება მასობრივად და გაფართოებულად იყოს.

ალგორითმის მიხდვით, ვისაც ეკუთვნის ტესტირება, არც ერთ შემთხვევაში უარი არ თქმულა, მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ გაფართოებულ ტესტირებაზე, რა თქმა უნდა, აქ გვჭირდება მეტი ლაბორატორიული სიმძლავრეები PCR-თან მიმართებაში, ხოლო სწრაფი ტესტები თვითონ კლინიკებმა უნდა აწარმოონ,"-განაცხადა ამირან გამრელიძემ.

დღის ამბები