30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
24 საათში საქართველოს 4 დიდი ქალაქი სრულად ჩაიკეტება - გახანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობის ვადაც

ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდაგადაცემის ეტაპს ხელისუფლება დამატებითი შეზღუდვებით პასუხობს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალ, 21 საათიდან, ქვეყნის 4 დიდი ქალაქი იკეტება. თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა იკრძალება. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება შიდაგადაადგილებას

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომლის ვადაც 22 აპრილს იწურებოდა, ათ მაისამდე გახანგრძლივდება. 

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ახალი დეკრეტის გამოცემის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დეკრეტი ისევ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რიგგარეშე სხდომა პარლამენტში მომავალ კვირაში - 21 ან 22 აპრილს გაიმართება.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ოპოზიცია უპირობოდ აღარ დაუჭერს. მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლებისგან ოპონენტები დეტალურ ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვენ. პოლიტიკურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ დაეხმარება სახელმწიფო კოვიდ-19-ის გამო უშემოსავლოდ დარჩენილ მოქალაქეებს.

ვიდრე ხელისუფლება საგანგებო რეჟიმს გაახანგრძლივებს, ექიმებმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მუშაობა კიდევ უფრო უნდა გაააქტიურონ. ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდაგადაცემის ეტაპზე, ექიმების თქმით, გადამწყვეტია მოქალაქეების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულება - ეტაპი ახალია, რეკომენდაციები კი იგივე - დარჩით სახლში. 

მოქალაქეებს საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის 24 საათი რჩებათ. ხვალიდან დიდი ქალაქები 10 დღით სრულად ჩაიკეტება.

დღის ამბები