30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ითხვისის მაცხოვრებლების თქმით, პანაშვიდზე, სადაც ინფიცირებული პირი იმყოფებოდა, სავარაუდოდ ხალხმრავლობა იყო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. სპეციალისტები იმ კონტაქტებს სწავლობენ, რომელიც სოფელში ჩასულ მამაკაცს ჰქონდა.

ახალგაზრდა მამაკაცი სოფელში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, გუშინ კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

მამაკაცის კონტაქტების რაოდენობა, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდია, რადგან ის სოფელში პანაშვიდზეც იმყოფებოდა, კონტაქტი ჰქონდა როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივებთან.

სოფელში, ჯერჯერობით, საეჭვო სიმპტომები არავის გამოვლენია, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი მამაკაცის დედა და სპეციალისტები მისი ანალიზის პასუხს ელოდებიან.

"პანაშვიდისთვის ჩამოვიდა ეს ბიჭი და მეორე დღეს გაბრუნდა. გუშინ დაუდგინდა ეს კორონავირუსი," - აცხადებს ადგილობრივი, მისი თქმით, სავარაუდოდ პანაშვიდზე ხალხმრავლობა იქნებოდა, რადგან თავად გარდაცვლილის ოჯახი დიდია და იქ მეზობლებიც იქნებოდნენ.

კორონავირუსით დაავადებული მამაკაცი, ამ დროისთვის, მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.

დღის ამბები