30 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
თურქეთში კორონავირუსს "დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის" ლიდერი ემსხვერპლა

თურქეთში კორონავირუსს ემსხვერპლა "დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის" ლიდერი. 73 წლის მამაკაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და ის ტრაპზონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.

კორონავირუსის გამო, თურქეთის პარლამენტმა 90 ათასამდე პატიმრის გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. თურქეთში კორონავირუსის 61 ათასი შემთხვევაა. ვირუსს ქვეყანაში 1296 ადამიანი ემსხვერპლა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ინფექციის გადაცემა ცხედრიდან მოხდა. გვამიდან გადაცემის პირველი შემთხვევა გუშინ ტაილანდში დაფიქსირდა.

დღის ამბები