30 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერის არცერთ წევრს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერის არცერთ წევრს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ანაკლიის საკარანტინო ზონიდან განმეორებით გაგზავნილ ორ ბიოლოგიურ ნიმუშზე პასუხი კვლავ უარყოფითია, შესაბამისად, კარანტინში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავლენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, ასევე უარყოფითია სენაკის ცხელების ცენტრიდან გაგზავნილი ორი ადამიანის პასუხიც.

დღესვე ლუგარის ლაბორატორიაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ინფიცირებული ქალის ტესტი გაიგზავნა, რომლის პასუხიც დღეს საღამოს გახდება ცნობილი. პაციენტს განმეორებით ანალიზს ხვალ ჩაუტარებენ, რის შემდეგაც დადგინდება, გამოჯანმრთელდა, თუ არა ის.

დღის ამბები