დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში გარდაცვალების 566 და ინფიცირების 3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა.
მონაცემები მატულობს საფრანგეთში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი 11 მაისამდე გახანგრძლივდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სპეციალური მიმართვისას მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით ვირუსთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ამ დროისთვის, ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 137 ათასს აღწევს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 ათასამდეა.