30 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სტატისტიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვაწვდის უფრო ნათელ სურათს ამ ვირუსის შესახებ, თუ როგორ იქცევა ის, როგორ უნდა შევაჩეროთ და როგორ ვებრძოლოთ მას.

2009 წელს ღორის გრიპის პანდემიას, რომელიც H1N1 გრიპის ვირუსთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ემსხვერპლა მთელს მსოფლიოში.

ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა.

ექსპერტების უმეტესობის შეფასებით, ვაქცინის მასობრივი წარმოება, რომელიც კორონავირუსის იმუნიტეტს გამოუმუშავებს ადამიანებს, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდება.

დღის ამბები