30 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო სივრციდან საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი გადაიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომით გუშინ ხუთი პაციენტი შევიდა, მათ ანალიზები აუღეს, ტესტის შედეგად კი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი ჰყავთ, რომელიც კლინიკაში საკარანტინო სივრციდან შევიდა. მას მოგზაურობის ისტორია აქვს, ანალიზის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, ედიშერ ასათიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი ბავშვია. 13 პაციენტს პნევმონია აღენიშნება.

დღის ამბები