30 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
საჩხერის მერის ცოლი, რომელიც სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტია, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებული ექიმი გამოჯანმრთელდა. კლინიკის ინფექციონისტს განმეორებითი ანალიზი ორჯერ აუღეს და პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - ექიმმა კორონავირუსი დაამარცხა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, რომელიც  მერის ცოლია, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა.

შემთხვევის გამო, ცენტრში იზოლაცია გამოცხადდა, 150-მა ექიმმა შემოწმება გაიარა და კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა, ასევე არ  დაინფიცირდა  საჩხერის მერი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. საჩხერეში ჯამში, ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები