30 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
კიევში კორონავირუსით მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა

კიევ-პეჩერის ლავრაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დღის პირველლ ნახევარში კი ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული არქიმანდრიტი დაიღუპა.

მედიკოსების თქმით, 73 წლის სასულიერო პირს, არაერთი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

13 აპრილის მონაცემებით, კიევ-პეჩერის ლავრაში ინფიცირებულია 90 პირი, 63 ადამიანს კორონავირუსი გასული 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. ამის გამო, ლავრაში კარანტინი გამოცხადდა და ის დაიხურა.

დღის ამბები