30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდს stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ www.stopcov.ge-ს  აზერბაიჯანულისა და სომხურის შემდეგ აფხაზურენოვანი ვერსია დაემატა.

"კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს - www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა.

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.

მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.

ამ ეტაპზე ოფიციალური ვებგვერდი უკვე 5 ენაზე ფუნქციონირებს.

უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს www.stopcov.ge-ის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ვერსიები, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიიღონ,"- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები