30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
პოლიცია ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

შსს-ს ინფორმაციით, საკარანტინო პირობები სოფელ ხიდისყურში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
 
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
 
"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 
დღის ამბები