30 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის- კელი დეგნანი

​შეერთებული შტატები საქართველოს ეხმარება - ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ისაუბრა ამერიკელი ხალხის 140 მილიონიან დახმარებაზე, რომელიც გამოიყო ჯანდაცვის სისტემის გასამართად.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ შტატები საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს გამოუგზავნის, რომლითაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათშია შესაძლებელი.

"ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი, მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. COVID-19-ით გამოწვეული საგანგებო ვითარებისას ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა კრიზისის მართვისა და COVID-19-ის გავრცელების შემცირების კუთხით,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები