30 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
კორონავირუსმა კიევში სასულიერო პირი იმსხვერპლა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსმა კიევში სასულიერო პირი იმსხვერპლა. მედიის ცნობით, კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსით არქიმანდრიტი გარდაიცვალა. ლავრის წარმომადგენლები, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში 73 წლის არქიმანდრიტის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არქიმანდრიტი ნექტარი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. კიევ-პეჩორის ლავრაში ტურისტების შესვლა აკრძალულია, უკრაინის საპატრიარქომ წირვა-ლოცვებზე მრევლის დასწრებაც შეაჩერა.

გარდა ამისა, უკრაინაში ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო, პოლიციამ სამი მღვდელი დააჯარიმა, 12 პირის შესახებ კი გამოძიება მიმდინარეობს.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 102 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 93 ადამიანი.

დღის ამბები