30 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
სამშობლოში მოქალაქეების დასაბრუნებლად ორი ახალი რეისი დაინიშნა - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით ორი რეისი - თბილისი-მადრიდი-თბილისისა და თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით დაინიშნა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში საქართველოს 5 540 მოქალაქეა დაბრუნებული.

"დღევანდელი მონაცემებით, 5540 მოქალაქე უკვე ორგანიზებულად დაბრუნდა სამშობლოში და ამასთან ერთად, საქართველოს საელჩოებმა და საკონსულოებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 4 051 მოქალაქეს. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელეთ, ასევე, კიდევ დამატებითი რეისების განხორციელების შესაძლებლობაზე. დღევანდელ საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატოს და მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ 30 აპრილს განხორცილდება ახალი რეისი თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 2 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის ორი ახალი რეისი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, დაბრუნდნენ სამშობლოში", - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ასევე, უახლოეს დღეებში განსახორციელებელი ფრენების განრიგიც გააცნო საზოგადოებას:

14 აპრილი, თბილისი- ამსტერდამი- თბილისი.

16 აპრილი, თბილისი-პარიზი-თბილისი

18 აპრილი, თბილისი-თელავივი-თბილისი

21 აპრილი, თბილისი-რომი-თბილისი

24 აპრილი თბილისი-ბარსელონა-თბილისი

27 აპრილი, თბილისი -ვარშავა-თბილისი

დღის ამბები