კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, სადაც ბოლო 24 საათში 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რიცხვი 22 000-ს აჭარბებს, ინფიცირების შემთხვევები კი ნახევარ მილიონს გადასცდა.
"აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე რომ მიეღოთ, შესაძლოა, ადამიანები დაღუპვისგან ეხსნათ," - ამის შესახებ შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის ნაწილი ცხოვრების ნორმალურ რიტმს შესაძლოა მაისიდან დაუბრუნდეს.