30 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ოზურგეთის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნა

ოზურგეთის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნა. საქმიანობის უფლება იმ კომერციულ ფართებში განთავსებულ სასურსათო მაღაზიებს მიეცათ, რომელიც აგრარული ბაზრის საკუთრებას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება თავად ბაზრის ტერიტორიას, დირექტორ სოსო სიხარულიძის თქმით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბაზარში საქმიანობის გაგრძელების უფლება სხვა მოვაჭრეებსაც მიეცეთ და ბაზრის ფუნქციონირება სრულად აღდგეს.

დღის ამბები