30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, სავარაუდოდ, კლინიკას ხვალ დატოვებს - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიციებილი 80 წლის ქალი ინფექციისგან განიკურნა და კლინიკას უახლოეს მომავალში დატოვებს.

მისივე განმარტებით, გაუმჯობესდა 42 წლის მამაკაცის მდგომარეობაც.

"ქალბატონი, რომელიც იყო 80 წლის, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ალბათ ხვალისთვის კლინიკას დატოვებს. ორჯერადი გადამოწმების შემდეგ, ამ ქალბატონთან არ დადასტურდა ინფექცია.
ასევე გვყავდა 42 წლის მამაკაცი, მძიმე პაციენტი, მასთან დაკავშირებით აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა. ეს პაციენტიც გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში რამდენიმე საათის წინ.

დღეს რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ეს პაციენტიც არის ახალგაზრდა," - განმარეტა რატიანმა.

გარდა ამისა, რატიანის თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი ორსული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

 

დღის ამბები