სროლა შეერთებულ შტატებში - შემთხვევა კალიფორნიაში ერთ-ერთ სახლში გამართულ წვეულებაზე მოხდა. მიუხედავად კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახლში დარჩენის ბრძანებისა, წვეულებას ასობით ადამიანი ესწრებოდა.
სროლის შედეგად დაშავდა 6 პირი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა ადამიანმა გახსნა ცეცხლი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.