შტორმი ამერიკის შეერთებულ შტატებში - ტორნადოს მისისიპის შტატში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზარალი მიადგა ლუიზიანისა და ტეხასის შტატებსაც.
ძლიერმა ქარმა დაანგრია საცხოვრებელი სახლები, დააზიანა ავტომობილები და ელექტროგადამცემი კაბელები.
ადგილობრივი ხელისუფლება ტორნადოთი დაზარალებულ მოსახლეობას თავშესაფრის ძიების შემთხვევაში სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.