30 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
რა სიმპტომებით მიმდინარეობს COVID-19 სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და როგორია დაავადებულთა სტატისტიკა

მეცნიერების დაკვირვებით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში კორონავირუსის ინფექცია განსხვავებულად ვლინდება, ასაკის მიხედვით განსხვავდება ინფიცირებისა თუ ფატალური შემთხვევების რისკიც.

ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფად მეცნიერებმა 70 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები პანდემიის დაწყებიდან მალევე დაასახელეს - ეს ვერსია დაადასტურა იტალიის მაგალითმაც.

თუმცა ბოლომდე დაცული არავინაა, არსებობს გარდაცვლილი ჩვილების შემთხვევებიც. ქრონიკული დაავადებების მქონდე ადამიანებს კი, როგორც სხვა ვირუსების შემთხვევაში, კორონავირუსული ინფექციის პირობებშიც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, კორონავირუსისგან ბოლომდე დაცული არავინაა და ნებისმიერი შეიძლება გახდეს მისი სამიზნე, უარეს შემთხვევაში კი მსხვერპლი. თუმცა, არსებობს გარკვეული მონაცემები, რომლებიც საზოგადოებას დასკვნის საშუალებას მისცემს, კერძოდ  - რა ასაკის ადამიანებს გადააქვთ ვირუსი შედარებით მარტივად ან რთულად.

ესპანეთში 9 წლამდე ინფიცირებული 129 ბავშვიდან, ჰოსპიტალიზება მხოლოდ 34-ს დასჭირდა, მხოლოდ 1 მოხვდა ინტენსიურ განყოფილებაში და არ ყოფილა მსხვერპლი.

აშშ-ში კი, 10 წლამდე პატარების ჰოსპიტალიზება მხოლოდ 1,6 %-ის შემთხვევაში გახდა საჭირო. გარდაცვალება არ დაფიქსირებულა ჩინეთში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში.

10-დან 19 -წლამდე ასაკის ადამიანებში ორგანიზმი ვირუსს უფრო მეტი შემართებით ებრძვის. ამაზე მეტყველებს ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ გარდაცვალების რისკი მაინც არსებობს. 

მაგალითად, ესპანეთში 221 ინფიცირებული მოზარდიდან მხოლოდ 15 აღმოჩნდა ჰოსპიტალში, ესაა დაახლოებით 7%. გარდაიცვალა 1 ადამიანი.

20-დან 29 წლამდე ახალგაზრდებში, თინეიჯერებთან შედარებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი მაღალია. 

50-დან 69 წლამდე ადამიანებში ქრონიკულ დაავადებებად სახელდება მაღალი წნევა, ასევე გულის დაავადებები და დიაბეტი. იტალიაში გარდაცვლილთა ორ მესამედს ამ კატეგორიაში სამზე მეტი ფორმის სამედიცინო პრობლემა ჰქონდა.

55 წლიდან 64 წლამდე ადამიანების შემთხვევაში, გარდაცვლილთა ჯამური მონაცემი 1,4%-ია.

რაც შეეხება 70 წლიდან ზემოთ პირებს - ეს ასაკი ყველაზე უფრო მოწყვლადად მიიჩნევა, რადგან ახლავს ჯანმრთელობის გართულებები. თუმცა, ჩვენ გვახსოვს 100 წელს გადაცილებული განკურნებულებიც, რაც დამაიმედებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ყველაზე მაღალი რისკჯგუფი ციფრებში ასე გამოიყურება:

75 წელს ზემოთ მყოფებიდან ჰოსპიტალიზება დასჭირდა - 30,5%, ინტენსიური თერაპია - 10,5%, გარდაცვალებულთა მაჩვენებელი - 4,3%-ია.

85 წელს ზემოთ ასაკის პაციენტების 31, 3% ხვდება საავადმყოფოში, ინტენსიურ მზრუნველობას საჭიროებს - 6,3%. 10,4%-ის გადარჩენა კი, მედიკოსებმა ვერ მოახერხეს.

დღის ამბები