ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარ ამოცანად რჩება რომის პაპისთვის. სწორედ ამიტომ, წმინდა პეტრეს ბაზილიკა აღდგომის კვირას ცარიელი ხვდება. კვირის ლოცვები რომის პაპმა მარტომ აღავლინა.
ფრანცისკეს სიტყვები უცვლელია, ის ღმერთს ადამიანთა გულებში იმედის გაჩენას სთხოვს, იმ იმედის გაჩენას, რომელიც კაცობრიობას პანდემიასთან ბრძოლაში გააძლიერებს.
ამ დროისთვის, ვატიკანში კორონავირუსი რვა ადამიანს დაუდასტურდა.