30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ბერლინიდან სპეცრეისით დღეს საქართველოს 150-მდე მოქალაქე დაბრუნდა - მათ შორის ორსულები და ბავშვებიც იყვნენ

კიდევ ერთი სპეცრეისი დღეს ბერლინიდან განხორციელდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 150-მდე მგზავრს შორის არიან ორსულები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები, რომელთა ჯანმრთელობას მგზავრობის დროს, სპეცრეისის ბორტზე საგანგებოდ აღჭურვილი ქართველი ექიმების ჯგუფი მეთვალყურეობდა. 

ბერლინიდან დაბრუნებული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლის.

დღის ამბები