კორონავირუსის გამო წესები მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობამ შეცვალა. შუა საუკუნეების მიდგომებზე უარს ამბობს და ბევრისთვის გასაკვირად, სიახლეებს არ უშინდება რუსეთის პატრიარქი.
მან, ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის მოთხოვნით, სასულიერო პირებს ურჩია, 13-დან 19 აპრილამდე ღვთისმსახურება მრევლის დაუსწრებლად ჩაატარონ.
როგორც პატრიარქმა კირილემ საკვირაო ლიტურგიაზე განაცხადა, სახლში ლოცვა და პირდაპირ ეთერში ღვთისმსახურების ყურება დაეხმარება მორწმუნეებს იძულებითი მწუხარების დღეები გადაიტანონ.