30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ე.წ. მობილური ბაზრები ქობულეთის საკარანტინო სოფლებში ხვალიდან ამოქმედდება 

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, ხვალიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს, რისი საშუალებითაც მოსახლეობა საჭირო პროდუქტის შეძენას მოახერხებს.

მირიან ქათამაძის განმარტებით, მოძრავი ბაზრები ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გაკეთდება. მისივე თქმით, საკითხი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდება.

"აგრარული ბაზრის დირექციასთან გვქონდა შეხვედრა. მზად არის, რომ მობილური ბაზარი ჩამოყალიბდეს. შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, საკვები პროდუქტები მიიღონ. ეს ყველაფერი შეთანხმდება სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან," - განაცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

დღის ამბები