30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებული 36 წლის ქალი, რომელიც სოფელ გომიდან დღეს თბილისში გადაიყვანეს, ერთ-ერთ ირანულ კომპანიაში მუშაობს 

კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში დღეს დადასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც ამ დროისთვის თბილისშია გადაყვანილი.

36 წლის პაციენტი საკუთარ სახლში, სოფელ გომში მეუღლესთნ, ორ შვილთან და მამასთან ერთად რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა. დაახლოებით ხუთი დღის წინ კი, თავი შეუძლოდ იგრძნო.

არსებული ინფორმაციით, 36 წლის ქალი თბილისში ერთ-ერთ ირანულ კომპანიაში მუშაობს.

ამ დროისთვის უკვე აქტიურად მიმდინარეობს მასთან შემხებლობაში მყოფი პირების დადგენა.

"დღეს დილას დაუდასტურდა, როგორც ვიცი. აქაურია, აქ გაიზარდა, თბილისში ცხოვრობს. ახლა ჩამოსულა, სხვა არაფერი არ ვიცი. გარეთ არ გამოდიოდა," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ელგუჯა მუმლაძემ.

"გოგო იყო ჩამოსული აქ სტუმრად. თბილისში მუშაობს, აქაც ჩამოდიოდა ხოლმე," - აღნიშნა კიდევ ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გურამ ტალახაძემ.

დღის ამბები