კორონავირუსის პანდემია ცხოველების სიცოცხლესაც დაემუქრა. საკარანტინო რეჟიმის შემოღების შემდეგ ინდოეთის დედაქალაქში გადაადგილება შეიზღუდა, დასაქმებულთა უმრავლესობა პროვინციებს დაუბრუნდა, ნიუ-დელის ცარიელ ქუჩებში დარჩენილ უპატრონო ცხოველებს კი საჭმელს აღარავინ აჭმევს.
სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ცხოველები სანაგვე ურნებში არსებული ნარჩენებით იკვებებიან.