ფოთის ჰოსპიტალში არსებულ ცხელების ცენტრში, დღეს 4 პაციენტი ქობულეთიდან შეიყვანეს. მედიკოსების თქმით, ქობულეთში, კერძოდ კი სოფელ გვარაში სტუმრად მყოფი 62 წლის ქალის კლასტერს არცერთი არ მიეკუთვნება.
"დღეს ფოთის ცხელების ცენტრში, შემოვიდა სულ 7 პაციენტი. ესენი არიან 56 წლის ფოთელი მამაკაცი, ცხელება - ყელის ტკივილით, 32 წლის ქალი პნევმონიით ოზურგეთიდან, 54 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან პნევმონიით, 27 წლის მამაკაცი ქობულეთიდან ცხელებითა და ყელის ტკივილით, 81 წლის მამაკაცი ქობულეთიდან პნევმონიით, 91 წლის მამაკაცი ქობულეთიდან პნევმონიით, 24 წლის მამაკაცი ქობულეთიდან ცხელებითა და ყელის ტკივილით.
დღის პირველ ნახევარში კლინიკაში შემოსულ 5 პაციენტს ტესტი ჩაუტარდა. საღამოს შემოსულებთან გამოძახებულია ეპიდემიოლოგიური სამსახური და ისინიც დაიტესტებიან," - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.