30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
უიარაღო მსოფლიო პანდემიის პირისპირ - დამაიმედებელი ინფორმაცია პრეპარატ "რემდესევერისა" და კორონავირუსის ვაქცინის შესახებ 

პრეპარატმა რემდესივირმა, რომელმაც ინფიცირებულში კორონავირუსის გამრავლების შემცირება უნდა მოახდინოს, პირველი კვლევით დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის ცნობით, 53 მძიმედ ინფიცირებული პაციენტიდან ნახევარზე მეტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 36 პაციენტს ჟანგბადის მისაღებად ნაკლები ხელოვნური ჩარევა დასჭირდა. ხოლო სასუნთქ აპარატზე მიერთებული 30 პაციენტიდან 17-ს აპარატი მოუხსნეს. 7 პაციენტი კი დაიღუპა, ყველა მათგანის ასაკი 70 წელს აჭარბებდა.

ექსპერიმენტული მედიკამენტი კომპანია "გილეადს" ეკუთვნის, სადაც ამბობენ, რომ შედეგი სრულ სურათს არ იძლევა. ქართველი მედიკოსები "რემდესივირის" ეფექტურობაზე უფრო ობიექტურ კვლევას ელოდებიან.

მთელი მსოფლიო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის მოლოდინშია. მანამდე კი ქვეყნები COVID დადებით პაციენტებს სიმპტომურად მკურნალობენ. სწორედ ამ ტიპის მკურნალობა გაიარა ამერიკაში მცხოვრებმა ექიმმა ნინო ქავთარაძემაც. მას ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებთან უწევდა მუშაობა, რა დროსაც თავადაც დაინფიცირდა.

სამედიცინო საზოგადოებისათვის მთავარი გამოწვევა კორონავირუსის ბუნებაა: აქტიური გავრცელება, ინფიცირება სიმპტომებით და სიმპტომების გარეშე. ტატა ქებაძე, ბრიტანეთის "იმპერიალ კოლეჯის" რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიის თანამშრომელი, გვიყვება, რომ მიუხედავად მსოფლიოში მედიკოსების და მეცნიერების კონსოლიდაციისა, კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია.

სამკურნალო პრეპარატზე გაცილებით იმედის მომცემია ცნობები ვაქცინასთან დაკავშირებით. ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც სწორედ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ამბობენ, რომ გამოცდა ადამიანზე დაახლოებით 2 კვირაში დაიწყება. ვაქცინა კი მზად, სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება.

დღის ამბები