30 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
ზუგდიდში კორონავირუსისგან ნომერ პირველი პაციენტი განიკურნა

ზუგდიდში კორონავირუსისგან ნომერ პირველი პაციენტი განიკურნა. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, მისი ანალიზების საბოლოო პასუხი covid 19-ზე უარყოფითია. საუბარია 67 წლის მამაკაცზე, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მას კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.

Covid უარყოფითია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული  კიდევ ერთი პაციენტის ანალიზის პასუხიც. მამაკაცი რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებილი ცალმხრივი პნევმონია აღენიშნება.

 

დღის ამბები