30 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა, დადასტურებულია 233 შემთხვევა და 3 არის შემოტანილი, დადასტურებული შემთხვევა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო. ამასთან 8 შესაძლო შემთხვევაზე, რომლებსაც კორონავირუსზე ანალიზი ჩაუტარდათ, პასუხი უარყოფითი მოვიდა და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ. დღეს კიდევ 6 პაციენტს აუღეს ანალიზი, რომელთა პასუხსაც უახლოეს მომავალში ელოდებიან.

მარინა ეზუგბაიამ პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 3 პაციენტი კვლავ კრიტიკულად მძიმეა.

"სიტუაცია უცვლელია, კვლავ 3 პაციენტი გვყავს მძიმეთა შორის უფრო მძიმე, რომელიც ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებს 24 საათის განმავლობაში , მათი მდგომარეობა დასტაბილურებული ჯერ არაა და დღის განმავლობაში ცვალებადია სიმძიმიდან გამომდინარე, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესირება თუ არ იქნება, ისინი გამონჯანმრთელებულებიც იქნებიან მალე,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, დადასტურებული შემთხვევების მეტი პროცენტი საშუალო ასაკისაა, გარკვეული ნაწილი კი 60-70 წელს ზემოთ. 

დღის ამბები