30 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალი შემთხვევა გაგრაში დაფიქსირებულ წინა 2 შემთხვევასთანაა კავშირში. ინფიცირებული ქალი 1925 წელსაა დაბადებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის დონეზე ფასდება. ქალი ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ.

დღის ამბები