30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
მქონდა მცდელობა ეს ტესტირება ჩამეტარებინა - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლის თქმით, მას ჰქონდა მცდელობა COVID-19 ის გამოსარიცხად ტესტი გაეკეთებინა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოახერხა.

მეუფე გრიგოლი, სასულიერო პირებზე ტესტის ჩატარების პრობლემას ვერ ხედავს.​

"ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით სამ მილიონ ნახევარია მოსახლეობა რამდენადაც ვიცი, ნეტავ იგი ყველას ჩაუტარდეს სათითაოდ, რა თქმა უნდა, ციფრი გაიზრდება უცბად, მაგრამ გვეცოდინება მაინც ვინ ვართ საფრთხის მატარებელი. მე ის უფრო მაწუხებს სხვას არ შევყარო ეს ინფექცია. ამაშია ამ ვირუსის მთელი მზაკვრობა. მე ამაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ, გარდა პოზიტივისა.

ბევრს, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან, ხალხთან უწევთ ურთიერთობა, იგივე მაღაზიები, სხვადასხვა სფერო არის, რომელსაც ტესტის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

მე მქონდა მცდელობა ეს ტესტირება ჩამეტარებინა დაახლოებით სამი-ოთხი კვირის წინ, თუმცა მაშინ ვერ მოვახერხე, მაგრამ ისეთი ანალიზები მაინც გავიკეთე, რომელიც მიმანიშნებდა აუცილებელია, თუ არა COVID-ზე ტესტის ჩატარება. თუ ეს იქნება, რა თქმა უნდა კარგია," - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

 

დღის ამბები