30 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
10 დღე საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე - რას აპირებს მმართველი გუნდი

კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 21 აპრილს იწურება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, არ არის გამორიცხული, რომ ვადის გახანგრძლივების საჭიროება დადგეს. ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა საგანგებო სიტუაციის გახანგრძლივებას, პირველად გამოცხადების მსგავსად, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა. გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტის ბიუროს წევრებს საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკურად შეკრება დასჭირდებათ,

"საკოორდინაციო საბჭო წინა დღეებში იმსჯელებს იმ სურათთან დაკავშირებით რაც იქნება 21 აპრილამდე და გამომდინარე აქედან საჭიროების მიხედვით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის ბიურო გახლავთ ოფიციალური ორგანო, რომელსაც მოუწევს მიიღოს გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები, გამომდინარე აქედან აუცილებელი არის რომ ფიზიკურად შევიკრიბოთ ბიუროს წევრები," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს საგანგებო მდგომარეობის გასახანგრძლივებლად პარლამენტში საკმარისი ხმები ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც ექნება, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ რომ პარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული უნდა იყოს ხელისუფლების ქმედებების შესაფასებლად, რომელიც ოპოზიციის თქმით, არასაკმარისად ეფექტურია.

დღის ამბები