30 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას - ხელისუფლების ოპონენტები დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, წესით, 21 აპრილს, ათ დღეში უნდა გაუქმდეს, თუმცა ეპიდემიის მასშტაბური გავრცელების შემთხვევაში, მკაცრი რეჟიმის მოქმედების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე ორშაბათს, პარლამენტის ბიურის სხომაზე, იმსჯელებენ. იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობას მხარი დაუჭიროს, ოპოზიცია ხელისუფლებისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვს, რა ღონისძიებები ტარდება ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით და ტარდება თუ არა ჯანდაცვაში ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ეკონომიკის მსგავს შეზღუდვას გაამართლებდა:

"როდესაც პარლამენტი შეიკრიბება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თუ არგაგრძელების განსახილველად, ჩვენთვის მთავარი საკითხი იქნება არა საგანგებო მდგომარეობის ფორმალური გაგრძელება-არგაგრძელება, ჩვენთვის მთავარი საკითხი იქნება, რა ღონისძიებები ტარდება, ერთი მხრივ, ეკონომიკის და სოციალური მიმართულებით, რომ ათიათასობით ადამიანი უკვე შიმშილის ზღვარზეა და მეორე მხრივ, ამ ფასს, რასაც ბევრი ოჯახი შიმშილით იხდის, მოჰყვება თუ არა სათანადო ღონისძიებები ჯანდაცვის მხარეს, იმისათვის რომ ეს ფასი გამართლებული იყოს,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები