30 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
1074 გარდაცვლილი და 20 ათასამდე ინფიცირებული - ბრაზილიაში ვირუსმა სწრაფი გავრცელება დაიწყო

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1074-ს მიაღწია. ქვეყანაში COVID-19-ით 20 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული. ბრაზილიის ჯანდაცვის უწყებაში აცახდებენ, რომ ქვეყანაში ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ის პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს.

ცოტა ხნის წინ, კორონავირუსს ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექსპერტების მტკიცებით, კორონავირუსის ადგილობრივ ტომებში გავრცელება დიდ საფრთხეს შეიცავს, რადგან მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სოციალური დისტანციის დაცვა თითქმის შეუძლებელია.

"ჩვენ ვნახეთ თუ როგორ განვითარდა ჩინეთში მოვლენები. ამიტომ ვცდილობთ ხშირად ჩავატაროთ სადეზინფექციო პროცესები. ჰიგიენის დაცვა ვირუსის პრევენციისთვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. აუცილებელია მოსახლეობის ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება," - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები