30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ირანში COVID-19-ით გარდაცვალების 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ირანში COVIDD-19-ით გარდაცვალების 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შედეგად პანდემიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 4 357 შეადგინა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დაფიქსირებულია ინფიცირების 1837 ახალი შემთხვევა.

"COVID-19-ით გარდაცვალების 125 ახალი შემთხვევა გვაქვს, საერთო ჯამში კი დავკარგეთ 4 357 თანამოქალაქე. ბოლო 24 საათის მანძილზე დაფიქსირდა ინფიცირების 1837 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 70 029 მოქალაქეს დაუდასტურდა," - აცხადებს ირანის ჯანდაცვის უწყების პრესსპიკერი​ კიანუშ ჯაჰანფური.

დღის ამბები