ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. პირველი გამოჯანმრთელებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ის კლინიკას მალე დატოვებს.
ინფექციურში ამ დროისთვის ათი პაციენტი ჰყავთ, ამავდროულად, პაციენტებს სვანეთიდან და თერჯოლიდან ელოდებიან, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში რამდენიმე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისინი კლინიკას მალე დატოვებენ.