30 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
თბილისის აეროპორტში აშშ-დან სპეცრეისი დაეშვა - სამშობლოში ქართველი სკოლის მოსწავლეები დაბრუნდნენ

ამ წუთებში თბილისის აეროპორტში დაეშვა სპეცრეისი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში ქართველი სკოლის მოსწავლეები დაბრუნდნენ. 79 ქართველის გარდა, ბორტზე იმყოფებოდა სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვი, რომელთა ამერიკიდან წამოყვანა საქართველომ უზრუნველყო.

ვარშინგტონი-დოჰა-თბილისი - სპეცრეისი შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებმა უზრუნველყო.

მოსწავლეები სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილეები არიან, რომლებსაც სასწავლო პროცესი ნაადრევად, პანდემიის გამო შეუწყდათ.

"ჯერ კიდევ არ გვქონდა მოლოდინი, გვეგონა, რომ დროში კიდევ უფრო გაიწელებოდა ეს პროცედურები, მაგრამ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. საათივით ჰქონდათ პროცედურები გაწერილი. მათ 80 ბავშვის შეკრებას გაუკეთეს მობილიზება ვაშინგტონში, საიდანაც საქართველოში გამოფრინდნენ,"- აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლის დედა ქეთევან კეკელია.

დღის ამბები