30 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ლენტეხში სტუმრად მყოფი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის დატოვებას ვერ ახერხებენ

ლენტეხსა და ცაგერში სრული კარანტინია გამოცხადებული. ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი კონტროლდება. ლენტეხიც და ცაგერიც უკვე კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ბლოკპოსტებით. ადგილობრივ მცხოვრებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დღეს რამდენიმე პირს შესვლა სურდათ, თუმცა მათ სამართალდამცველება ამის უფლება არ მისცეს. ამასთან, რამდენიმე პირმა ვერ მოახერხა დაეტოვებინა მუნიციპალიტეტი.  

"აქ საცხოვრებელი არ მაქვს, შემოვედი გუშინ და ვცდილობ, სანამ დაიკეტება,  გავიდე, იმიტომ რომ ვერავისთან ვერ დავრჩები ფიზიკურად. ველოდები ახლა სხდომა მიმდინარეობს საკრებულოში და გვეტყვიან, გაგვატარებენ თუ არა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები