30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ეკონომიკური დეპრესია და სოციალური არეულობები - რა ელის მსოფლიოს პანდემიის შემდეგ

რა გლობალური საფრთხეები ელოდება მსოფლიოს პანდემიის შემდეგ - გარდა ეკონომიკური დეპრესიისა, გაერო უკვე აკეთებს პროგნოზებს მოსალოდნელ სოციალური არეულობების შესახებ.

გამოწვევა იქნება უსაფრთხოების შენარჩუნება.

მაშინ, როცა ზოგიერთ ქვეყანაში არის ნიშნები, რომ კორონავირუსის პანდემიამ თავის პიკს მიაღწია, სულ უფრო ხშირად გაისმის პროგნოზები გლობალური ეკონომიკური დეპრესიისა და სოციალური არეულობის შესახებ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ "პანდემია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური არეულობა და ძალადობა, რაც დიდად დააბრკოლებდა ჩვენს შესაძლებლობებს, გავუმკლავდეთ დაავადებას".

კოვიდ19-ის შემდგომი პოსტკრიზისული მსოფლიო ეკონომიკისთვის გამოწვევა იქნება ნავთობის ფასიც. მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნების შემცირების მიუხედავად, ოპეკი და მსხვილი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები მოპოვების ლიმიტების შემცირებაზე, მოლაპარაკებების მიუხედავად, ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. რაც ფასების ისტორიულ ვარდნაზე აისახება.

დღის ამბები