30 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
რას გულისხმობს სახლში მკურნალობა და რა სიმპტომების შემთხვევაში მივმართოთ ექიმს - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროტოკოლი

კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ექიმთან დისტანციური კონსულტაციაა რეკომენდებული. ოჯახის ექიმს პაციენტმა ჩივილების შესახებ უნდა მოუყვეს, უთხრას - აქვს თუ არა მოგზაურობის ისტორია, ან საეჭვო კონტაქტი - მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან.

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინო ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ. პაციენტმა ოჯახის ექიმს კონკრეტული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოს, რომელთა ჩამონათვალი ასეთია: ცხელება, ხველა,ქოშინი, ხშირი დაღლილობა ან შეუძლოდ ყოფნა, მადის დაქვეითება, ნახველის ხშირი გამოყოფა და ყელის ხშირი ტკივილი.

კიდევ უფრო მძიმეა სიმპტომები, თუ პირს პნევმონიაც აქვს. მაგალითად: ღებინება და დიარეა, კონიუქტივიტი, ბრონქული სუნთქვა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.

ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე კი შესაძლოა პირს ასეთი სიმპტომები გამოუვლინდეს: დაბნეულობა (იშვიათი), თავბრუსხვევა (იშვიათი), თავის ტკივილი (იშვიათი), ცხვირიდან წყალივით გამონადენი (იშვიათი), ტკივილი გულმკერდის არეში (იშვიათი).

ექიმები ამბობენ, რომ პროტოკოლის შინაარსი განსაკუთრებულ როლს შეიძენს, როდესაც ქვეყანას პაციენტების დიდი რაოდენობა ეყოლება. თუმცა, მედიკოსები მიუთითებენ, რომ პროტოკოლი რისკსაც შეიცავს.

სახლში მკურნალობა რომ სარისკოა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრიც საუბრობს. სწორედ ამიტომ, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შინ მკურნალობა, რეალურად, სამედიცინო დახმარების საკარანტინო ზონაში მიღება იქნება.

შინ მკურნალობის მეთოდს იყენებენ ევროპის ქვეყნებშიც. მათ შორის გერმანიაშიც, სადაც პაციენტი მკურნალობის კურსს სახლში იმ შემთხვევაში გადის, თუ მისი მდგომარეობა სტაბილურია და არც ქრონიკული დაავადება აქვს.

ამ­ჟა­მად საქართველოში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ, თუმ­ცა თუ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტებს, მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტებს მი­ე­ცე­მათ რე­კო­მენ­და­ცია, სახ­ლებ­ში იმ­კურ­ნა­ლონ, რაც არაჰოსპიტალურ გარემოს - საკარანტინო ზონას გულისხმობს.

დღის ამბები