30 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ერთი დაემატა მარნეულის კლასტერიდან და ეს პაციენტი გადმოყვანილი იქნა ჩვენთან - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ერთი ინფიცირებული პაციენტი მოათავსეს, რომელიც მარნეულის კლასტერს უკავშირდება. ამათან, ტესტირება ჩაუტარდა 9 პაციენტს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. 

"ერთი დაემატა მარნეულის კლასტერიდან და ეს პაციენტი გადმოყვანილი იქნა ჩვენთან. გამოჯანმრთელებულებიდან 38 არის ჩვენი პაციენტი. დღეს დილას ტესტირება ჩატარდა 9 პაციენტზე, 9-ვე პაციენტთან მიღებული იქნა ნეგატიური პასუხი.

მძიმე პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია. ძალიან მძიმე პაციენტი ახლა დაგვრჩა მხოლოდ ერთი,  დანარჩენი 6 არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით. თუ ამ პაციენტებთან დაავადება პროგრესირებას გააგრძელებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, დამძიმდნენ, მაგრამ იდენი დღეა სტაბილიზაცია გვაქვს მიღებული, რომ იმედი მაქვს, მათთან უკვე გამოჯანმრთელების პერიოდი დაიწყება," - განაცხადა ეზუგბაიამ. 

დღის ამბები