30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
საქართველოში წარმოებული პირბადე იცავს ადამიანს ყველა წვეთოვანი ინფექციისგან, მათ შორის კორონავირუსისგან - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ქართული წარმოების პირბადეებზე ტელესივრცესა და სოციალურ ქსელებში უმიზეზოდ ქილიკობენ და რეალურად, ნიღაბი საკმაოდ ეფექტურია. პირბადე დღეს მედიასთან საუბრისას თავადაც ეკეთა.

"მე არ ვპასუხობ არავის, მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან და მათ შორის СOVID-19-სგან. პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ," - აღნიშნა ეზუგბაიამ.

დღის ამბები