30 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ლენტეხი სრულად ჩაიკეტა - მუნიციპალიტეტის შესასვლელებში სამხედროები დგანან

ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულად ჩაიკეტა. შესასვლელში უკვე განთავსდნენ სამხედროები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ისინი მოქალაქეებს მუნიციპალიტეტში შესვლისა და გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

სავარაუდოდ, ქალაქის შესასვლელთან გაიშლება  სპეციალური კარავიც და გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები.

გადაწყვეტილება კორონავირუსის 4 დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება. ყველა მათგანს უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ 53 წლის მამაკაცთან. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ყველა კონტაქტი უკვე იდენტიფიცირებულია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. მათ თვითიზოლაციაში დარჩენისა და ტემპერატურის კონტროლის შესახებ გაფრთხილება მიეცათ. 

დღის ამბები