ლენტეხის გამშვებ პუნქტებზე პოლიციამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გააჩერა და მათ აღარ მისცა გზის გაგრძელების საშუალება.
გამკაცრდება თუ არა ზომები ლენტეხში, დღეს ადგილობრივი ხელისუფლება ოფიციალურ შეხვედრას 19 საათზე გამართავს, სადაც სავარაუდოდ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს ადგილობრივი მოსახლეობა 11 ადამიანის პასუხს ელოდებოდა კორონავირუსზე. მათ ინფიცირებულთან უშუალო შეხება ჰქონდათ. აქედან 4 მათგანზე პასუხი მოვიდა დადებითი და შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს ლენტეხის შესასვლელთან პოლიციელების მიერ დაწყებული მკაცრი კონტროლი.
ადგილობრივი აცხადებენ, რომ დილით გავიდნენ ლენტეხიდან, ისინი ჩვეულებრივ შეამოწმეს და გაუშვეს, თუმცა უკან როდესაც ბრუნდებოდნენ, პოლიციამ ისინი ლენტეხში აღარ შეუშვა.