კორონავირუსის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამო, ნიუ-იორკში გარდაცვლილები საერთო საფლავში დაკრძალეს.
ნიუ-იორკი პირველი ქალაქია, სადაც კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში.
COVID-19-ის შემთხვევები ნიუ-იორკში, გუშინ 10 ათასით გაიზარდა და 160 ათასამდე მიაღწია. მათგან გარდაცვლილი 7 000 ადამიანია.