30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
საქართველოში ბზობის დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება

წელს პირველად, მრევლი ბზის შეძენას ვერ შეძლებს. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და საგანგებო რეჟიმის გამო, ვაჭრობა აკრძალულია. საქართველოს მასშტაბით, ბზა არსად არ გაიყიდება. ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ თუკი ადამიანს ბზა სახლში ექნება, მათ შეუძლიათ ტაძარში მიიტანონ და მამაოები აკურთხებენ. 

"ძალიან ბევრ ადამიანს სახლში აქვს ბზა. ვინც მოიტანს ამ ბზას ვაკურთხებთ. ჩვენ გაყიდვით არ გავყიდით ბზებს, ვისაც ექნება, იმას ვაკურთხებთ,“ - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ.

განცხადება გააკეთა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა, მამა დიმიტრიმ.

"ეკლესია ბზას არიგებდა ყოველთვის უსასყიდლოდ, ჩენ გვაწვდიდნენ ცალკეული მოხალისე ადამიანები. რუხში მოყავდათ ეს ბზა, მაგრამ იქაც ვერ განხორციელდა ამ ბზის დაკალმება. დამატებითი რეკომენდაციები ჩვენ ამაზე არ მოგვიღია, ორი დღეა ბზობამდე დარჩენილი და ვნახოთ, თუ იქნება რაიმე განცხადება, ჩვენც ბუნებრივია მივიღებთ ამას,“ - ამბობს მამა დიმიტრი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბზის გაყიდვებს წყვეტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. მისი დირექტორის, რევაზ ბეჟაშვილი ამბობს, რომ სააგენტო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების ითვალისწინებს. 

"ჯობია დავუჯეროთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას და მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტები, ანუ გავაჩეროთ რეალიზაციაც და იმედით შევხედოთ მომავალს,“ - განაცხადა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, რევაზ ბეჟაშვილმა.

დღის ამბები